„თუ ახლა, უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე ვერ გახდება, ვერ წარმომიდგენია, მეტი რა უნდა გააკეთოს უკრაინელმა ხალხმა”- იაგო ხვიჩია

პარტია ,,გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია ევროპარლამენტარ მარია კალიურანდის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ უკრაინელი ხალხი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ყველაფერს აკეთებს. მისი თქმით, თუ ევროკავშირი უკრაინას კანდიდატის სტატუსს არ მისცემს, იმ ღირებულებებს  უღალატებს, რისთვისაც თავის დროზე შეიქმნა.

„თუ ახლა, უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე ვერ გახდება, ვერ წარმომიდგენია, მეტი რა უნდა გააკეთოს უკრაინელმა ხალხმა? თუ ეს არ გამოვა და ევროპაში ისევ სკეპტიკურები არიან განსაკუთრებით უკრაინასთან დაკავშირებით, მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ არ იყოს, ევროკავშირიც უნდა დაიშალოს. ამ თავისუფლების მოყვარე გმირ ხალხთან ერთად უნდა ვმოძრაობდეთ. თუ ამ ხალხს არ მიიღებენ ევროკავშირში, მგონია, რომ უკრაინელებს არავისთან არაფერი სახვეწარი არ აქვთ, პირიქით, უკრაინას მთელი სამყარო უნდა ეხვეწებოდეს, რომ მათთან იყოს ისევე, როგორც ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ ამას. თუ ეს ევროკავშირში არ ესმით, ე.ი. იმ ღირებულებისთვის უღალატებიათ, რისთვისაც თავის დროზე შეიქმნა”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

,,ევროპული პარლამენტის დისკუსიებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის წევრობის ან კანდიდატის სტატუსის მინიჭების დიდ სურვილს ვერ ვხედავ”- მარინა კალიურანდი

მსგავსი თემები