„ჩვენ რუსული ნავთობის იმპორტი ავკრძალეთ”- ჯოზეფ ბორელი

საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჟოზეფ ბორელის განცხადებით,  ევროპამ რუსული ნავთობის შემოსავლები  90%-ით შეამცირა.

„ჩვენ რუსული ნავთობის იმპორტი ავკრძალეთ, 90%-ზე მეტი შეჩერდება და ჩვენ სამხედრო დახმარებით მომარაგებას გავაგრძელებთ. ნუ დააკნინებთ იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ ჩვენ რუსული ნავთობის შემოსავლის 90% შევამცირეთ“, – აღნიშნა ბორელმა.

ამასთან, ჯოზეფ ბორელის ცნობით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება კვლავ გრძელდება.

„იარაღის ნაკადი, რომელიც უკრაინისკენ მიედინება, მაღალი ტემპით გრძელდება. ჩვენ ეს შეგვიძლია გავზარდოთ, ყველაფერი შეიძლება გაიზარდოს. უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში პრობლემას ვერ ვხედავ“, – დასძინა ბორელმა.

მსგავსი თემები