,,არ არსებობს თემა, რომელზეც რადიკალურ ოპოზიციას ეუხერხულება მღელვარებისა და არეულობის გამოწვევა”- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნონა მამულაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ოპოზიციის პარლამენტიდან გასვლას ბრძოლის სტრატეგიის ერთ-ერთი ფაქტორად განიხილავს.

პაპუაშვილის განცხდებით, ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის დატოვება პირდაპირი განზრახვაა ქვეყნის არევის.

„იმედი ჰქონდათ, რომ ქვეყანას არევდნენ, მაგრამ იმასაც ვხედავთ, რომ ამისი რესურსიც არ აქვთ, დომ ქვეყანა არიონ. ვხედავთ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რამდენი ტალღა იყო სხვადასხვა საკითხების გამოყენების, რომ ქვეყანა არიონ. პიროვნული ტრაგედიებიდან დაწყებული ევროკავშირის პერსპექტივით დამთავრებული თემა არ არსებობს, რომელზეც რადიკალურ ოპოზიციას ეუხერხულება რომ ჩაეჭიდოს და რამენაირად ინსტრუმენტად გამოიყენოს იმისთვის, რომ მღელვარება და არეულობა გამოიწვიოს. ეს განზრახვები ჩანს და სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილი ამ განზრახვებს ბოლომდე არ ემიჯნება. როცა ოპოზიცია საპარლამენტო ინსტრუმენტებს სერიოზულად მიუბრუნდა, იყო ინტერპელაცია, მინისტრის საათები. ყველა ინსტრუმენტი აქვთ რეგლამენტისა და კონსტიტუციის ფარგლებში, ახლა მათი გადასაწყვეტია, ამ ინსტრუმენტებს რამდენად გამოიყენებენ“, – განაცხადა პაპუაშვილი.

 

 

მსგავსი თემები