ცენტრ ,,ემპათიის” ექსპერტები მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდნენ

კლინიკა ,,ვივამედში” ცენტრ ,,ემპათიის” ექსპერტები მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდნენ. ,,ემპათიის” დირექტორის, მარიამ ჯიშკარიას განცხადებით, ჯანმრთელობის შესწავლის შემდეგ მიღებული დასკვნა შესაძლებელია  სასჯელის გადავადების საფუძველი გახდეს.

,,საექსპერტო დასკვნა განიხილავს მკურნალობისა და რეაბილიტაციის ეფექტურობას – რამდენად ეფექტური იყო პენიტენციური სამსახურის განხორციელებული მკურნალობა და რეაბილიტაცია, რამდენად ადეკვატური იყო მდგომარეობის დიაგნოსტიკა, რამდენად აქვს შესაძლებლობა პენიტენციურ სამსახურს განახორციელოს ეფექტური მკურნალობა. რა თქმა უნდა, იგი შესაძლებელია გახდეს საფუძველი, რათა სასამართლოში წარიმართოს პროცესი სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით,” – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

მსგავსი თემები