,,პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მმართველ გუნდს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის განაცხადის შედეგზე”- ლელო

  პარტია ,,ლელო” ხელისუფლებას მოუწოდებს , სასწრაფოდ დაბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებაში. მათი განცხადებით, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის განაცხადის შედეგზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მმართველ გუნდს . „ახალმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ ჩვენს ქვეყანას მისცა უპრეცედენტო შანსი მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვებამ შეიძლება კიდევ დიდ ხანს დატოვოს საქართველო გეოპოლიტიკურ გაურკვევლობაში. „ლელოს“ მთავარი პოლიტიკური ამოცანა იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალის უზრუნველყოფა. შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია: 1. შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მმართველ გუნდს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის განაცხადის შედეგზე. 2. 19 აპრილის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შეთანხმებული … ვრცლად ,,პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მმართველ გუნდს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის განაცხადის შედეგზე”- ლელო