,,ამერიკის შეერთებული შტატები ცეცხლზე ნავთს ასხამს მიზანმიმართულად და მონდომებით”- დიმიტრი პესკოვი

 კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მიზანმიმართულად ცდილობს ებრძოლოს რუსეთს. მისი თქმით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ცეცხლზე ნავთს ასხამს.

„ჩვენ უკვე ვთქვით, აქ ახალი არაფერია. მიგვაჩნია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ცეცხლზე ნავთს ასხამს მიზანმიმართულად და მონდომებით. აშშ, ცხადია, ნამდვილად იცავს ხაზს ებრძოლოს რუსეთს უკანასკნელ უკრაინელამდე. ასეთი მიდგომა ხელს არ უწყობს უკრაინის ხელისუფლებაში სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების შესახებ სურვილის გაღვიძებას. ამიტომ, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ნეგატიურად ვუყურებთ“, – აღნიშნა პესკოვმა.

ამასთან, პესკოვის ცნობით, რუსეთს უკრაინული მხარის მიმართ ნდობა არ აქვს.

„იმისთვის, რომ ვენდოთ, საჭიროა გამოცდილება შემთხვევებში, როდესაც მოცემული დაპირებები სრულდებოდა. სამწუხაროდ, ასეთი გამოცდილება სრულიად არ არსებობს. პირიქით, მოვლენების განვითარება ადასტურებს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის წინასაარჩევნო მთავარი დაჰპირებიდან დაწყებული, ერთხელ და სამუდამოდ დაესრულებინა ომი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით, არ შესრულებულა. არც მინსკის შეთანხმება შესრულებულა, ისინი დავიწყებას მიეცა, ამასთან უკრაინული მხარის ბრალეულობით. ამიტომ უკრაინული მხარის მიმართ ნდობა არ გვაქვს“ – აღნიშნა პესკოვმა.

მსგავსი თემები