,,პოლიტიკური ლიდერები არ ქილიკობენ საპატიმრო დაწესებულებებში მოთავსებულ ადამიანზე”- დავით უსუფაშვილი

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ევროპაში არსებული პოლიტიკური ჯგუფები კრიტიკულად არიან განწყობილნი საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო. უსუფაშვილის თქმით, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილზე ქილიკი სწორი არ არის.

,,პრობლემები თვალსაჩინოა. “ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, მისი პირობები და მისდამი დამოკიდებულება გამხდარიყო ახალი თემა მსოფლიო დემოკრატიულ წრეებში. ასე პრეზიდენტებს და პოლიტიკოსებს არ ექცევიან, ადამიანებს არ ეპყრობიან, ასე პოლიტიკური ლიდერები არ ქილიკობენ საპატიმრო დაწესებულებებში მოთავსებულ ადამიანზე. ასეთ აგდებულ და ცინიკურ დამოკიდებულებას ცივილიზებული მსოფლიო აღარ ავლენს სუპერ მოძალადე დამნაშავეების მიმართაც კი. ამ ყველაფერმა გააჩინა პრობლემები და ბევრ რამეს ახლა ვიმკით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი თემები