,,პარლამენტის დატოვებაზე საუბარი იმ პირობებში, როცა არაფერზე უარს არ ამბობენ, არც ერთ პრივილეგიაზე მგონი, უხერხულია”- ლევან იოსელიანი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ლევან იოსელიანი ნონა მამულაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს. იოსელიანის განცხადებით, იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს, ოპოზიცია პარლამენტში უნდა დარჩეს.

„ბერკეტები, რომელიც პარლამენტში არსებობს, ამისთვის უნდა გამოიყენო. ვინმეს თუ ეს არ უნდოდა, მაშინ არც უნდა შემოსულიყო. ყოველ ჯერზე პარლამენტის დატოვებაზე საუბარი იმ პირობებში, როცა არაფერზე უარს არ ამბობენ, არც ერთ პრივილეგიაზე, არც ერთ სერვისზე, მგონი, უხერხულია. ნონა მამულაშვილისგან პარლამენტის დატოვებაზე ბევრჯერ მსმენია და ერთხელ დავიჯერე კიდეც, მაგრამ რომ მოვედი, პარლამენტში დამხვდა და ამ თემას სერიოზულად არც განვიხილავ“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

 

 

მსგავსი თემები