ძმებ დავით და გურამ კაკულიებს პატიმრობა შეეფარდათ

ძმებ დავით და გურამ კაკულიებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. კაკულიებს ბრალად ედებათ 27 მაისს არაყიშვილის ქუჩაზე განზრახ მკვლელობის მცდელობა.

ბრალდების მხარის განცხადებით, 27 მაისს 16:30 საათზე კაკულიებმა სერგო ქურთიაშვილს მიაყენეს რამდენიმე ცეცხლნასროლი დაზიანება, გიორგი კაჭკაჭაშვილი კი დაიჭრა, კერძოდ, მაღაზიაში შევარდა მათ მიერ ნასროლი ტყვია.

არსებული ცნობით, კაკულიებმა შეიძინეს იარაღი გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, რომელსაც ნაქირავებ ბინაში ინახავდნენ გორგასლის ქუჩაზე.  ამასთან კაკულიებმა  სახელმწიფო საზღვარი 2021 წლის ივლისიდან 2022 წლის 26 მაისამდე პერიოდში უკანონოდ გადაკვეთეს.

წარდგენილი ბრალდებები 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავად კაკულიები  თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

 

მსგავსი თემები