თბილისის მერია ილია ელოშვილის გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია, თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალების ფაქტს  ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის მოულოდნელი გარდაცვალების გამო.ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, თბილისის მუნიციპალიტეტს. ილია ელოშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია თბილისის მერიისთვის, ჩვენი ქალაქისთვის”,- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები