„არცერთ ქართველს ღირსებია ასეთი პატივი, დაინგრა დარბაზი“ – გიული ალასანიას თქმით მიხეილ სააკაშილი კარგ გუნებაზეა

„ძალიან ამაყი გამოვედი. დონალდ ტუსკმა, თავისი გამოსვლა დაამთავრა ჩემი შვილის გაგზავნილი ტექსტით. დაინგრა დარბაზი ოვაციებისგან, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილის პალატიდან გამოსულმა ყოფილი პრეზიდენტის დედამ ჟურნალისტებთან.

პრეზიდენტის დედის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი კარგ გუნებაზე იყო.

„ძალიან ამაყი გამოვედი იმიტომ, რომ დღეს როტერდამში უზარმაზარ დარბაზში, სადაც ძალიან ბევრი პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი ესწრებოდა, დონალდ ტუსკმა, თავისი გამოსვლა ჩემი შვილის გაგზავნილი ტექსტით დაამთავრა. დაინგრა დარბაზი ოვაციებისგან. იმედი გვაქვს, რომ ხვალ შემოვლენ ექიმები და დაიძვრება ეს პროცესი. ჩვენ ძალიან ვჩქარობთ იმიტომ, რომ მისი ჯანმრთელობა ვეღარ დაიცდის.

დღეს ძალიან კარგ გუნებაზე იყო იმიტომ, რომ არცერთ ქართველს არ ღირსებია ასეთი პატივი. ცარიელი სკამი იდგა და დარბაზში მქუხარე ოვაციები იყო. ასეთი შემთხვევა არ მაგონდება. ძალიან ამაყი იყო. მოლოდინი გვქონდეს უკეთესის. ოპტიმისტები ვიყოთ. დავიღალეთ უკვე ამდენი პესიმიზმით და ამდენი უბედურებით. ველოდები, რომ ყველაფერი კარგად წავა”, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ  როტერდამში „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობა გაიხსნა. პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა სიტყვით მიმართვის ბოლოს საქართველო ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მიმართვა წაიკითხა. დარბაზში კი  მიხეილ სააკაშვილისთვის განკუთვნილი ცარიელი სკამი დადგეს.

 

მსგავსი თემები