,,ადამიანი, რომელსაც ვერ გააჩერებდი და უცებ ვხედავ, რომ ძვლებია გამოფიტული”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ,,ვივამედში” დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. ალასანია იმედოვნებს, რომ ექსპერტების შეშვება კლინიკაში მალე მოხდება.

,,მე იმედი გამიჩნდა, რომ მოხერხდეს მისი გადარჩენა ამის შემდეგ, თუმცა რაღაც პროცედურებია მოსალოდნელი და რაღაც დღეები კიდევ დასჭირდება. ძალიან სწრაფად თუ გაკეთდება, ეს იქნება ძალიან კარგი.

მძიმე, მძიმე, ძალიან მძიმე გრძნობით გამოვდივარ ყოველთვის და საერთოდ, რომ ვზივარ და ვუყურებ მას ასეთ მდგომარეობაში, ჩემთვის ძალიან მძიმეა იმიტომ, რომ ადამიანი, რომელსაც ვერ გააჩერებდი, ენერგიით სავსე და უცებ ვხედავ, რომ ძვლებია გამოფიტული”,- განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები