თბილისში. ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა.
დაშავებული ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს და კვლევები უტარდება. გავრცელებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.