,,საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას სრული რესურსი გააჩნია მიხედოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას”- გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ყველა საჭირო სამედიცინო სერვისი მიეწოდება და მისი საზღვარგარეთ გადაყვანა საჭირო არ არის.

,,საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას სრული რესურსი გააჩნია მიხედოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას, არ დაუშვას მისი გაუარესება – მთავარია, ის შეგულიანება, რაც ჰქონდა შიმშილობის დროს, აღარ განმეორდეს. მაშინ პირდაპირ მოუწოდებდნენ, არ შეეწყვიტა შიმშილობა, არც ერთი ლუკმა არ მიეღო, არ დამარცხებულიყო პოლიტიკურად, გაეუარესებინა ჯანმრთელობის მდგომარეობა და ეს იმდენად აშკარა იყო, დარწმუნებული ვარ, ახლაც მთელი ძალისხმევა იქით არის მიმართული, როგორმე სააკაშვილმა არ მიიღოს დანიშნული მკურნალობა და მიიყენოს თვითდაზიანება,”- განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი თემები