,,დროულად რომ მიგვეღო იარაღი დასავლეთისგან, უკვე გავათავისუფლებდით ხერსონს და სხვა ოლქებს”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას  განცხადებით, დასავლეთისგან უკრაინას დროულად, რომ მიეღო იარაღი, ახლა ხერსონი და სხვა ოლქები თავისუფალი იქნებოდა.

„ჩვენ დროულად რომ მიგვეღო იარაღი დასავლეთისგან, უკვე გავათავისუფლებდით ხერსონს და სხვა ოლქებს. კონტრშეტევის დაწყების დრო ჯერ კიდევ მოვა. ჩვენ ვებრძვით ქვეყანას, რომლის პრეზიდენტსაც ვეზიზღებით და არ სურს, რომ ვარსებობდეთ. ჩვენ არასდროს დავნებდებით“,- აღნიშნა კულებამ.

კულებას ცნობით, უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ ქვეყნის დაცვას და ცდილობენ დაიბრუნონ ყველაფერი,რაც დაკარგეს.

„ჩვენი სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ დავიბრუნოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია სამხედრო საშუალებებით და დანარჩენი – დიპლომატიური გზებით. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ბალანსი ამ ორ გზას შორის“,- განაცხადა კულებამ.

მსგავსი თემები