,,შევხვდი „ლელოს” და გახარიას პარტიის წარმომადგენლებს, ორივე მტკიცედ მოითხოვდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს”- ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, საქართველოდან ორ ოპოზიციურ პარტიას შეხვდა, რომლებმაც მტიცედ მოითხოვეს კანდიდატის სტატუსის მიღება.

„ბოლო კვირების განმავლობაში, ბრიუსელში შევხვდი ორ ოპოზიციურ პარტიას საქართველოდან – „ლელოს” და გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის.“ ორივე მტკიცედ მოითხოვდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, მიუხედავად დემოკრატიული უკუსვლისა, რადგან “ეს არის ისტორიული შანსი ქვეყნისთვის და ყველა პარტიულ ხაზს მაღლა დგას”,- წერს კრამონი „ტვიტერში“.

მსგავსი თემები