„ევროპული საბჭო დაიწყებს უკრაინით“ – შარლ მიშელი

ევროკავშირის საბჭოს დღის წესრიგის მთავარი საკითხი უკრაინაა. ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად ჩანიშნულია რუსეთიდან ნავთობპროდუქტების ემბარგო, რომელიც ამ დრომდე ვერ შეთანხმდა.  როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, საბჭო პირველ რიგში, განიხილავს საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინასთან.

„დღეს ბევრი საკითხი გვაქვს დღის წესრიგში. ევროპული საბჭო დაიწყებს უკრაინით. ჩვენ გვსურს, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. ჩვენ გვსურს ფინანსების მობილიზება უკრაინისთვის. ჩვენ უზრუნველვყოფთ ლიკვიდობას, ჩვენ გვსურს ქვეყნის აღდგენის დაწყება და მხარი დავუჭიროთ მათ. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ელემენტი“ – აცხადებს პრეზიდენტი მიშელი.

კიდევ ერთი თემა, რომელსაც საბჭო განიხილავს, რუსეთისთვის სანქციების მორიგი ეტაპია.

„ჩვენ ასევე გვსურს, გადავდგათ ნაბიჯი სანქციებთან მიმართებით. უკვე მრავალი კვირაა, სანქციების მეექვსე პაკეტი მაგიდაზე დევს და მნიშვნელოვანია, რომ გადავწყვიტოთ. დრო მოვიდა. ვიმედოვნებ, გადაწყვეტილებას მივიღებთ ერთობლივად და გამოვხატავთ ერთიან პოზიციას ამ მნიშვნელოვან საკითხზე. ეს არ არის ადვილი, რადგან არსებობს სხვადასხვა მიდგომა. იმედი მაქვს, მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ მნიშვნელოვან საკითხზე“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

 

მსგავსი თემები