ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა კვლავ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით.

გავრცელებული ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის მიღებას, რომელიც რუსული ნავთობის იმპორტს კრძალავს, უნგრეთი ეწინააღმდეგება.

შეგახსნებთ,  ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა  სანქციებთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა, ორშაბათს დილით გამართეს. შეხვედრა მას შემდეგ გაიმართა, რაც რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვაზე კვირას ღამით გამართულ მოლაპარაკებებში კომპრომისი ვერ იქნა მიღწეული.

 

 

მსგავსი თემები