,,შიდაპოლიტიკურ პროცესებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”- ბუდ რიკისი

ლატვიის სეიმის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელის, ბუდ რიკისის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ზუსტ შეფასებას ვერ გააკეთებს, რადგან საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა არ სურს. მისივე განცხადებით, ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას.

,,ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს და გვერდში უდგას. ჩვენ ვიცით, რომ ეს პერიოდი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება. ლატვია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ჩვენ პატივს ვცემთ კანონის უზენაესობას და დემოკრატიას, ლატვია ვერ ჩაერევა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში და ვერ შეაფასებს სიტუაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რაც საქართველოში პოზიციას და ოპოზიციას აერთიანებთ ეს არის ევროინტეგრაცია,”- განაცხადა ბუდ რიკისმა.

მსგავსი თემები