უკრაინელი დევნილები სამშობლოში ბრუნდებიან

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საომარი მოქმედებების გამო უკრაინიდან ევროპის ქვეყნებში წასული მოქალაქეები სამშობლოში მასობრივად ბრუნდებიან. არსებული ცნობით, ქვეყანაში დევნილების 60 პროცენტი დაბრუნდა.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ქვეყანა 7,6-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა.

„რისკების მიუხედავად ვაკვირდებით, რომ უკრაინელები მასობრივად ბრუნდებიან სამშობლოში. ასეთი უკვე 4,8 მილიონი ადამიანია. ქვეყნიდან გასული ადამიანების თითქმის 60% უკან დაბრუნდა“, – განაცხადა უკრაინის  შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვიქტორ ანდრუსივმა.

ანდრუსივის განცხადებით, სავარაუდოდ ქვეყანაში უფრო მეტი უკრაინელი დაბრუნდება.

„საზღვარგარეთ ცხოვრების პირობები იშვიათად არის კარგი. უმეტეს შემთხვევებში ამ ადამიანებს უხდებათ სახლების ქირაობა რაც ძვირია ან სპორტდარბაზებში ცხოვრება. რთულია კვალიფიციური სამსახურის პოვნა, ამისთვის საჭიროა ენის კარგად ცოდნა. ამიტომ, არ არის საჭირო შიში, რომ უკრაინელები არ დაბრუნდებიან სამშობლოში“, – აღნიშნა ანდრუსივმა.

მსგავსი თემები