„ხელისუფლება პანიკაშია, ლაპარაკობენ იმაზე და აკეთებენ სპეკულაციებს, რა მოხდება თუ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ”- დავით უსუფაშვილი

„ლელოს“ წევრი, დავით უსუფაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს. მისი თქმით, „ხელისუფლება პანიკაშია და ცდილობენ იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, სხვას გადააბრალონ.

„ხელისუფლება პანიკაშია, ნაცვლად იმისა, რომ თავდაუზოგავად მუშაობდნენ ყველასთან ერთად, რომ მივიღოთ ის სტატუსი, რაც გვეკუთვნის, ლაპარაკობენ იმაზე და აკეთებენ სპეკულაციებს, რა მოხდება მას შემდეგ, თუ ამ სტატუსს ვერ მივიღებთ.მათ უკვე დაასკვნეს, იმდენად დააზარალეს ქვეყანა, პრობლემები შეუქმნეს და სრულიად დამსახურებული სტატუსი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისა აღარ გვეძლევა. ახლა ერთადერთ რამეს ცდილობენ, რომ გამოძვრნენ ვითარებიდან და ვიღაცებს რაღაცები დააბრალონ? ეს არის პანიკა ყველაფერთან ერთად. მივმართავ მათ, პანიკაში კი ნუ ჩავარდებით, ყველამ ერთად, ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს და ჩავიდეთ ყველა დედაქალაქში, მათაც ვანახოთ, რომ ჩვენ ერთად ვართ. შარლ მიშელის შეთანხმება დავიჭიროთ ხელში, ევროკავშირის ფასილიტაციით შექმნილი საგზაო რუკა ევროპისკენ, რომელიც გადააგდეს და მანამდე დააზარალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც ძალიან გვიან შემოუერთდა. ეს ნაბიჯებია ახლა გადასადგმელი და არა ის, რომ გავიშვიროთ ხელი იქით, რა იქნება როცა არ მოგვცემენ სტატუსს, ეს არის პანიკის შედეგი. კობახიძის განცხადებას არის სუპერ სახიფათო. როდესაც საკუთარ უუნარობას უკვე ახლა ევროპელების უმადურობით ხსნის ჰიპოტეტურ შემთხვევაში. ის, რაც თვითონ ვერ გააკეთა, ამაშიც კი დაზღვევას აკეთებენ. მიდიან იმაზე, რომ გააღვივონ საზოგადოებაში ანტიევროპული განწყობები, თითქოს მთავრობა ისჯება, რომ ქართველი ხალხის ინტერესებს იცავდა. ისინი კიდევ რაღაც სხვას გვთხოვენ და ასე შემდეგ. ამაზე ანტიევროპული, ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება ძნელი წარმოსადგენია. რაღაც მოსალოდნელ დიდ მთავრობის მარცხს პროგნოზირებენ და ამიტომ აკეთებენ ამ ტიპის განცხადებებს. არ მგონია, რომ ეს იყოს ქვეყნისთვის სამსახური. ეს არის საკუთარი ინტერესებისთვის სამსახური, ქვეყნისთვის სამსახურია დარჩენილ დროში ერთად მუშაობა იმისთვის, რომ დამსახურებული სტატუსი მივიღოთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

,,ომის პარტია და მისი უცხოელი ლობისტები აქტიურად იბრძვიან იმისათვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს”- ირაკლი კობახიძე

მსგავსი თემები