,,შეიძლებოდა, საქართველო უკეთ ყოფილიყო მომზადებული ამ ისტორიული მომენტისთვის”- კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, შეიძლებოდა საქართველო  უკეთ ყოფილიყო მომზადებული არსებული ისტორიული მომენტისთვის, ევროინტეგრაციის პროცესში. მისი თქმით, არსებული პოლიტიკური კრიზისის შექმნაში ყველა მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა.

,,საქართველომ წლების განმავლობაში აშკარად დიდ პროგრესს მიაღწია რეფორმების გზაზე. ამასთან, შეიძლებოდა, საქართველო უკეთ ყოფილიყო მომზადებული ამ ისტორიული მომენტისთვის, რადგან ის ემთხვევა დროს, როცა ევროკავშირი მზარდ შეშფოთებას გამოხატავს ქვეყნის ტრაექტორიით. ბოლო წლების განმავლობაში რეფორმების შენელებულმა ტემპმა წარმოქმნა პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ყველა მხარეს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს,”- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მსგავსი თემები