ძმები კაკულიები შესაძლოა, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში ფიგურირებდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით ორი პირი დააკავა.  დაკავებულები ძმები გუგა და დავით კაკულიები არიან. შსს-მ ძმები კაკულიები, გუშინ გვიან ღამით, ფონიჭალაში მაშინ დააკა, როდესაც ქვეყნის დატოვებას აპირებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ძმები კაკულიები შესაძლოა სამი დღის წინ თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმასი ფიგურირებდნენ.

შეიარაღებული თავდასხმა არაყიშვილის ქუჩაზე პარასკევს მოხდა. მოპედით მოძრავმა ორმა პირმა, ორი ახალგაზრდის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი ტყვია გაისროლა, ორივე მამაკაცი დაჭრეს და დანაშაულის ადგილი დატოვეს. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

შსს-მ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით ძმები კაკულიები დააკავა

მსგავსი თემები