,,პოლონელ ხალხს არ სურს რუსეთის გავლენის სფეროში ყოფნა”- ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას განცხადებით, პოლონელ ხალხს ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით არ სურთ რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევა. მისი თქმით, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად პოლონელი ხალხი მზადაა, საკუთარი კეთილდღეობა შესწიროს.

,,პოლონელ ხალხს ეშინია რუსეთის, ჩვენ გვაქვს ისტორიული გამოცდილება. მათ არ სურთ რუსეთის გავლენის სფეროში ყოფნა, ამიტომ დღეს პოლონელები მზად არიან, საკუთარი კეთილდღეობა შესწირონ, რათა გააძლიერონ ჩვენი შეიარაღებული ძალები. მივიღეთ ახალი კანონი, რომელიც სამხედრო ხარჯებს ზრდის არა მხოლოდ მშპ-ს 2 პროცენტამდე, რა სტანდარტსაც ნატო აწესებს, არამედ 3 პროცენტამდე მომდევნო წლისთვის. ვგეგმავთ, რომ შემდეგ წლებში ამ ზღვარსაც გავცდეთ. გვსურს, ჩვენი არმია 250 000 პროფესიონალ სამხედრომდე გავზარდოთ და ტერიტორიული თავდაცვის ძალები 50 000 ჯარისკაცამდე. სხვა სიტყვებით 50 000 მოხალისეებამდე გავზარდოთ. ასევე, გვსურს, გავაძლიეროთ სამხედრო ინფრასტრუქტურა,”- განაცხადა ანჯეი დუდამ.

მსგავსი თემები