,,ჩუტყვავილას ვაქცინას არანაირი დამცველობითი ეფექტი არ გააჩნია მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ” – მაია ბუწაშვილი ,, მედიაცენტრ მთავარში”

,,ჩუტყვავილას ვაქცინას არანაირი დამცველობითი ეფექტი არ გააჩნია ,,მაიმუნის ყვავილის” წინააღმდეგ,” – ამის შესახებ, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ,,მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა. ინფექციონისტის განმარტებით, ,,მაიმუნის ყვავილი” და ჩუტყვავილა სხვადასხვა ჯგუფის ვირუსებია, შესაბამისად, არსებული ვაქცინა ინფიცირებისგან დასაცავად არ გამოდგება.

,,სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ჩუტყვავილას ვაქცინა იცავს “მაიმუნის ყვავილის” ინფიცირებისგან. ჩუტყვავილასთან ამ ვირუსს არანაირი კავშირი არ აქვს, აბსოლუტურად სხვადასხვა ჯგუფის ვირუსებია და შესაბამისად, ჩუტყვავილას ვაქცინას არანაირი დამცველობითი ეფექტი არ გააჩნია მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ,”- განაცხადა მაია ბუწაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

ამასთან, მაია ბუწაშვილმა ,,მედიაცენტ მთავარში” მაიმუნის ყვავილის გავრცელების ისტორიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვირუსმა ფაქტობრივად ყველა რეგიონი მოიცვა.

,,მაიმუნის ყვავილი არ გაჩენილა ახლა, 1958 წელს აღმოაჩინეს ეს ვირუსი მაიმუნებში და 1970 წლიდან გავრცელდა ადამიანებში. 13 მაისიდან დაიწყო ეპიდაფეთქება, შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ პირველი შემთხვევაა ისტორიაში, როდესაც მაიმუნის ყვავილის შემთხვევები არ უკავშირდება აფრიკის კონტინენტს. ვირუსი ამ დრომდე კონცენტრირებული იყო ან აფრიკის რეგიონში ან უკავშირდებოდა აფრიკაში მოგზაურობას. დღეს არსებული შემთხვევები საერთოდ არ უკავშირდება აფრიკის კონტინენტს. გავრცელება აქვს ევროპის ქვეყნებში, აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში, პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საუდის არაბეთშიც სამი დღის წინს. ფაქტობრივად ყველა რეგიონი მოიცვა. საერთო ჯამში, მსოფლიოს მასშტაბით 300 შემთხვევაა დაფიქსირებული,”- აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.

შესაძლოა “მაიმუნის ყვავილი” პანდემია გახდეს – მაია ბუწაშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები