“TV პირველის” ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე, 33 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე, 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად, არსებული ინფორმაციით თრომბი სახელდება. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად იყო წასული.

ლევან ჩხაიძე ბოლოს ტელეკომპანია “TV პირველის” წამყვანი იყო, მანამდე იგი ტელეკომპანია “იბერიაში” მუშაობდა.

” 33 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩვენი ჟურნალისტური ოჯახის გამორჩეული წევრი ლევან ჩხაიძე, ახლობლებისთვის – ჯაკო. მეგობრები შეძრწუნებული ვართ თავზარდამცემი ამბით და ვუსამძიმრებთ ლევანის ოჯახს, კოლეგებს და მაყურებლებს”, – იტყობინება “TV პირველი”.

“მედიაცენტრ მთავარის” რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს კოლეგის დაღუპვის გამო და ლევან ჩხაიძის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს უსამძიმრებს.

მსგავსი თემები