,,ჩვენ გავაგრძელებთ ევროპული სახელმწიფოს შენებას, რომლის დამსახურებული ადგილი ევროკავშირშია”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით,  საქართველო გააგრძელებს ევროპული სახელმწიფოს შენებას, რომლის დამსახურებული ადგილი ევროკავშირშია.

„26 მაისი ინახავს ერთგულების, თავგანწირვისა და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ხსნოვნას. ეს არის ის, რაც აერთიანებს ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველა ჩვენი მოქალაქის წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ჩვენ გავაგრძელებთ ევროპული სახელმწიფოს შენებას, რომლის დამსახურებული ადგილი ევროკავშირშია. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ტვიტერზე“.

მსგავსი თემები