,,ტრიოს ფარგლებში, ჩვენ ლიდერები ვართ ყველა პარამეტრით”- მამუკა მდინარაძე

,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველო ტრიოს ფარგლებში, მოწინავე პოზიციას იკავებს. მისი თქმით, კონკრეტული რაციონალური გარემოებები განაპირობებს საქართველოს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას.

,,ჩვენ გვყავდა დემოკრატიული ხელისუფლება, რომელსაც შეეძლო დაეწერა ისეთი კონსტიტუცია, რომელიც დღესაც აბსოლუტურად თავსებადია ყველა ევროპულ კრიტერიუმთან. ქალების უფლებები მაშინაც კი მაღალი გარანტიით გვქონდა დაცული. და ახლაც, ბევრი კრიტერიუმით წინ ვართ ისეთ ქვეყნებზე, რომლებიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუს უკვე ფლობენ. ასე რომ, ჩვენი იმედები შემთხვევითი არ არის. ჩვენი იმედები ოპტიმისტურია. მაგალითად, ჩვენ ბალკანეთის ქვეყნებზე წინ ვართ ყველა კრიტერიუმით. ტრიოს ფარგლებშიც, დღეს შეიძლება ცოტა უხერხული იყოს, და აქვე, კიდევ ერთხელ, სოლიდარობას ვუცხადებ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და უკრაინელ ხალხს. მაგრამ, ფაქტია, რომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ტრიოში ჩვენ ლიდერები ვართ, ყველა პარამეტრით. შესაბამისად, არა მხოლოდ ზოგადი ოპტიმისტი, არამედ კონკრეტული რაციონალური გარემოებები გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები და ამაზეა ჩვენი იმედები დამყარებული და ამას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები