,,ოკუპანტებმა სევეროდონეცკის განადგურების გადაწყვეტილება მიიღეს”- სერგეი გაიდაი

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, რუსი სამხედროები განსაკუთრებით აქტიურად ლისიჩანსკის, ბახმუტისა და სევეროდონეცკის მიმართულებით მოქმედებენ.

,,რეგიონში ვითარება ძალიან მძიმეა და დღითიდღე უარესდება. ოკუპანტებმა სევეროდონეცკის განადგურების გადაწყვეტილება მიიღეს. ქალაქს ავიაციით, არტილერიით, ზალპური ცეცხლით, ტანკებითა და რაკეტებით ბომბავენ”,- აცხადებს სერგეი გაიდაი.

არსებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა იერიში დასახლებული პუნქტების გარდა,  ლისიჩანსკში ჰუმანიტარული დახმარების ცენტრზეც მიიტანეს.

 

მსგავსი თემები