ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ორი ქვეყნის ურთიერთთანაგრძნობა და გულწრფელი კეთილგანწყობილი ინტერესი ყოველთვის იყო და რჩება ბელორუსულ-ქართული მრავალმხრივი თანამშრომლობის საიმედო საფუძვლად, რომელიც აქტიურად უნდა განვითარდეს ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ.
,,როგორც მსოფლიო საზოგადოების პატივსაცემი წევრი, საქართველო თავდაჯერებულად მიჰყვება სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისა და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური ზრდის გზას“, – აცხადებს ლუკაშენკო.