ვინც რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს დაარღვევს, შესაძლოა დამნაშავედ გამოცხადდეს

რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პარალელურად, ევროკომისიის ინიციატივაა,  სანქციების დარღვევა დანაშაულად გამოცხადდეს.

აღნიშნული წინადადება დღის წესრიგში იმიტომ დადგა, რომ ზოგიერთი ქვეყანა სანქციების გვერდის ავლაშია შემჩნეული. წინადადება კი  ევროკავშირის მთავრობებს უფლებას მისცემს, სანქციები მათ წინააღმდეგაც გაატაროს, ვინც არსებულ სანქციებს გვერდს უვლის.

იუსტიციის საკითხებში ევროკომისრის,  დიდიე რეინდერსის განაცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ევროკავშირის სანქციების დარღვევა  სისხლის სამართლის დანაშაულია ევროგაერთიანების 12 ქვეყანაში, 13 სახელმწიფო მას ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის დანაშაულად განიხილავს, ხოლო ევროკავშირის ორი წევრი კი აღნიშნულს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აფასებს.

ახალი ინიციატივა კი ნიშნავს, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თავის არიდება დანაშაულად იქცეს ბლოკის 27-ივე წევრ ქვეყანაში.

მსგავსი თემები