“ქართულ პოლიტიკას ჰყავს გამორჩეული ჯაყოები და თეიმურაზ ხევისთავები” – ირაკლი კობახიძე დავით უსუფაშვილზე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და ამჟამინდელი ოპოზიციის წარმომადგენელ დავით უსუფაშილს თეიმურაზ ხავისთავებს ადარებს. აღნიშნული განცხადებს მან საპარლამენტო ტრიბუნიდან გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროა ქართულ პოლიტიკაში ჯაყოები და ხევისთავები.

„ერთ-ერთი ფრთიანი ფრაზა იყო, რომ დემოკრატიული სამყაროს ნდობის ხარისხი თურმე ჩვენ მიმართ დღეს ყველაზე დაბალია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. უსუფაშვილს თუ დავუჯერებთ, მგონი, საბჭოთა პერიოდშიც უფრო მაღალი ნდობა გვქონდა. დავით უსუფაშვილი დღევანდელობას ადარებს იმ პერიოდს, როდესაც ადამიანებს მართლა აწამებდნენ, კლავდნენ. ამ ყველაფერს ადარებს დღევანდელ მოცემულობას დავით უსუფაშვილი. უბრალოდ სირცხვილია, როცა უსუფაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი მოცემულობა არის უფრო მიუღებელი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ვიდრე მაგალითად, 2004-2012 წლები“ – აცხადებს კობახიძე.

მისივე თქმით, რაც უსუფაშვილმა იკადრა არის სირცხვილი და უკადრებელი რამ,

„ომის თემა –  კიდევ ერთი აღიარებითი ჩვენება მოვისმინეთ ჩვენ იგივე უსუფაშვილის მხრიდან ომის თემასთან დაკავშირებით. „ომის პარტიას“ გვეძახიან და ეს კომპლიმენტადაც შეგვიძლია, მივიღოთო. არის აღიარებითი ჩვენება. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რა არის საბოლოო მიზანი, რაც ამოძრავებს ამ ხალხს და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ამას. შანსები გაგვიჩნდაო, ომის კონტექსტში ახსენა ბატონმა დავითმა. ნათელია, რა არის მათი რეალური განზრახვა და რეალური მიზანი. ბატონ დავითზე დიდ ხანს არ ღირს საუბარი, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, ძალიან მძიმეა, როდესაც ასეთი ადამიანები არიან დღეს საქართველოს პარლამენტში და ქართულ პოლიტიკაში. ქართულ პოლიტიკას ჰყავს გამორჩეული ჯაყოები და თეიმურაზ ხევისთავები. ჯაყოებში თუ არის ჩემპიონი მიხეილ სააკაშვილი, თეიმურაზ ხევისთავებში ჩემპიონი არის ნამდვილად დავით უსუფაშვილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

 

მსგავსი თემები