ტექდათვალიერების არქონისთვის 4 დღეში 7 000-მდე მძღოლი დაჯარიმდა

  •  

14 იავრიდან „ჭკვიანი კამერები“ იმ ავტომობილებს აფიქსირებენ, რომლებსაც ტექდათვალიერება ეკუთვნით, თუმცა, არ გაუვლიათ. „ჭკვიანმა კამერებმა“ 4 დღეში ასეთი 6 654 ავტომანქანა დააფიქსირეს. მათ მფლობელებს კი ჯარიმების გადახდა მოუწევთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და რეფორმების სამმართველოს ინფორმაციით, ტექნიკური ინდპექტირებას თავს ვერცერთი ავტომფლობელი აარიდებს. „კანონით, უამრავ ავტომობილს ჰქონდა ვალდებულება, ტექნიკური ინსპექტირება გაევლო, თუმცა ასე არ ხდებოდა.

„ჭკვიანი კამერების“ ჩართვის მიზანი იყო, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა გაზრილიყო და ავტომობილები ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად აქტიურად მიეყვანათ, ფაქტობრივად, მიღწეულია. 14 იანვრის შემდეგ მიმართვიანობის მაჩვენებელი ფაქტობრივად, რამდენჯერმე გაიზარდა. მათ შორის გასამმაგდა, გაოთხმაგდა მიმართვიანობა. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებიდან ჩვენს საინფორმაციო ბაზაში დღე-ღამის განმავლობაში თუ 600 ჩანაწერი მოდიოდა, ახლა ეს მაჩვენებელი ფაქტობრივად, გახუთმაგდა“, – აცხადებენ შსს-ში.

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის” დირექტორის ვაჟა იორდანაშვილი ინფორნაციით კი ავტომფლობელები, ხარვეზების გამოსასწორებლად ტექდათვალიერებაზე ხელმეორედ არც მიდიან. როგორც მან „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, ასეთი ავტომანქანები ქალაში საკმაოდ მასშტაბურია.

„ქვეყანაში რეგისტრირებული ყოველი მეოთხე ავტომობილი ტექნიკური ინსპექტირების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. დატესტილი 80 000 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ინსპექტირება 60 000-მა გაიარა, 20 000 კი დახარვეზდა. პრობლემაა ისიც, რომ დახარვეზებული ავტონამქანების დიდი ნაწილი ხელმეორე ინსპექტირებაზე არ მიდის“, – აღნიშნა ვაჟა იორდანაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში. ტექნიკური ინსპექტირებისთვის თავის არიდება (ფიზიკური პირის შემთხვევაში) 50 ლარი ჯარიმდება; იურიდიული პირი კი 200 ლარით.

მსგავსი თემები