,,ვისთან გამართავს მოლაპარაკებას უკრაინა? რუსეთის რომელ პრეზიდენტთან?”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში გამართულ ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა, რომ  ომის დასრულების შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებები აუცილებლად გაიმართება, “თუმცა საკითხავია, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან”. მისი თქმით, პუტინი ვერ აცნობიერებს არსებულ მდგომარეობას.

„საომარი ნაწილის შემდეგ, იქნება მშვიდობიანი პროცესი, იქნება მოლაპარაკების მაგიდა და იქნება მშვიდობა. კითხვა ისმის, ვისთან გამართავს მოლაპარაკებას უკრაინა? რუსეთის რომელ პრეზიდენტთან? ეს ასევე დამოკიდებულია რუსეთის მოქმედი პრეზიდენტის სურვილზე. ის თავის საინფორმაციო სამყაროში ცხოვრობს და ვერ ხვდება, რომ უკრაინა დათმობაზე არ წავა“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები