,,ბრალდებები, რასაც უყენებდა აშშ-ის საელჩოს ოპოზიცია, იყო ცარიელი სპეკულაცია და სრული დემაგოგია”- ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია აშშ-ის  საელჩოს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაში დასდო ბრალი. მისი თქმით, აშშ-ის საელჩოს დუმილი აღნიშნულ საკითხზე, ,,ქართული ოცნების” პოზიციაზე თანხმობას ნიშნავს.

,,დადასტურდა პრაქტიკულად უკვე, რომ ის ბრალდებები, რასაც უყენებდა აშშ-ის საელჩოს ოპოზიცია, იყო ცარიელი სპეკულაცია და სრული დემაგოგია. ეს არის ის შემთხვევა, როცა დუმილი არის ჩვენ პოზიციაზე თანხმობის ნიშანი, ეს არის ზუსტად ეს შემთხვევა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საუბარი იმაზე, რომ “დისკრიმინაცია არ ჩამიდენია”, რა თქმა უნდა, უხერხულობას შეიცავს. არც ველოდით ჩვენ, რომ აშშ-ის საელჩო ასეთ განცხადებას გააკეთებდა, რომ არ ჩავდივარ დანაშაულს, დისკრიმინაციას”, – განაცხადა კობახიძემ.

,,რადიკალურმა ოპოზიციამ აშშ-ის საელჩოს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაში დასდო ბრალი”- ირაკლი კობახიძე

 

მსგავსი თემები