მმართველი გუნდი იმ დეპუტატებს დაასახელებს, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებენ

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხვალ, საპარლამენტო დებატებზე იმ ადამიანებს დაასახელებენ, რომლებიც საერთაშორისო ეთერებში საქართველოს წინააღმდეგ საუბრობდნენ.

„დავასახელებთ თავის ანგარიშების ყდებით, სადაც გვარები წერია, თავის შეხვედრებით, თავის განცხადებებით, რომელ საერთაშორისო ეთერებში იჯდნენ და ლაპარაკობდნენ საქართველოს წინააღმდეგ. ამას  ხვალ მოისმენთ დებატების დროს“ – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან.

საუბარია იმ დეპუტატებზე, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორებთან ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებენ.

„ძალიან სერიოზული საკითხები გვაქვს, სერიოზული არგუმენტები.  საზოგადოება დაინახავს, ვინ იცავს რეალურად ევროპულ ღირებულებებს ქვეყანაში, კონკრეტული ფაქტებით და არგუმენტებით ვისაუბრებთ ოპოზიციასთან. ძალიან კარგია, რომ ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნებიდან 2 წლის მერე მაინც დაიწყო რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება, რომელიც ჩვენ შემოვიტანეთ. ყველა კონკრეტული საკითხით ვართ მომზადებული დებატისთვის”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი თემები