„რუსეთს მოკლევადიანი საომარი ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი, რომელიც ძვირადღირებული ომი აღმოჩნდა“ – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში მიზნებს ვერ მიაღწია და გეგმა ვერ შეასრულა. აღნიშნულ საკითხზე განცხადება იენს სტოლტენბერგმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი შეფასებით, ოკუპანტის მოკლევადიანი საომარი ოპერაცია, რეალურად, ძალიან ძვირადღირებული ომი აღმოჩნდა.

„დარწმუნებული ვარ, უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანი იყო ნატოს წარმომადგენლობის შემცირება რუსეთის საზღვრებთან. იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებაში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ნატოს გაუგზავნა, სურდა, ხელი მოგვეწერა, რომ  შემდგომი ნატოს გაფართოება არ იქნებოდა. ახლა კი ის იღებს ნატოს წარმომადგენლობის გაფართოებას“, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას იენს სტოლტენბერგმა.

 

მსგავსი თემები