,,რუსი ქურდები იპარავენ უკრაინულ მარცვლეულს, ტვირთავენ გემებზე და მის გაყიდვას საზღვარგარეთ ცდილობენ”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს. საგარეო უწყების ხელმძღვანელი ყველა ქვეყანას მოუწოდებს , არ შეიძინონ რუსების მიერ შეთავაზებული, უკრაინიდან მოპარული მარცვლეული.

„რუსი ქურდები იპარავენ უკრაინულ მარცვლეულს, ტვირთავენ გემებზე, გადიან ბოსფორის სრუტეში და მის გაყიდვას საზღვარგარეთ ცდილობენ. ყველა სახელმწიფოს სიფხიზლისკენ და ნებისმიერ მსგავს წინადადებაზე უარის თქმისკენ მოვუწოდებ. ნუ იყიდით მოპარულს. ნუ გახდებით რუსული დანაშაულების თანამონაწილეები. ქურდობას არავისთვის მოუტანია იღბალი“, – წერს კულება.

მსგავსი თემები