,,გამოდით პარლამენტიდან”- შალვა ნათელაშვილი ოპოზიციას მიმართავს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ოპოზიციას პარლამენტიდან გამოსვლისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, საპარლამენტო ოპოზიციამ ალტერნატიული საკონსულტაციო პარლამენტი უნდა შექმნას.

,,გამოდით პარლამენტიდან, მოაწერეთ ხელი ივანიშვილის სანქციების საერთო მიმართვას და შექმენით ალტერნატიული საკონსულტაციო პარლამენტი. ეს რეჟიმის ჩამოშლას საბოლოოდ დააჩქარებს, განთავისუფლდება ქვეყანა, ხალხი და პირველ რიგში თქვენ განთავისუფლდებით იმ ვალდებულებებისგან, რომელიც როგორც ჩანს, აღებული გაქვთ ივანიშვილის რეჟიმის წინაშე,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი თემები