,,აშშ-დან მძიმე იარაღი მოემართება უკრაინაში”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საუბრისას, უკრაინის პირველმა დიპლომატმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს ურყევი მხარდაჭერისთვის.

„ვესაუბრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, რათა მადლობა მეთქვა მათი ურყევი მხარდაჭერისთვის უკრაინის მიმართ. მეტი იარაღი, მათ შორის მძიმე იარაღი მოემართება უკრაინაში, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი აგრძელებს გამანადგურებელ თავდასხმებს დონბასზე“,- განაცხადა დმიტრო კულებამ.

მსგავსი თემები