,,ჩვენ ვერ შევძელით ომის თავიდან არიდება ევროპაში”- პეკა ჰაავისტო

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეკა ჰაავისტოს განცხადებით, რუსეთის მხრიდან სრულად განსხვავებული რისკების შექმნის შესაძლებლობას ხედავენ. მინისტრმა  დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რამაც  ფინეთის მხრიდან ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის გაკეთება განაპირობა.

„დავინახეთ ცვლილებები ჩვენ ირგვლივ, რამაც გვაიძულა, განაცხადი გაგვეკეთებინა ნატო-ში გაწევრიანებისთვის. პირველი არის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოშლა, რაზეც მოხდა შეთანხმება ჰელსინკიში 1975 წელს. ეს სტრუქტურები გაქრა. ჩვენ ვერ შევძელით ომის თავიდან არიდება ევროპაში იმ სტრუქტურებით, რომელიც შეიქმნა. მეორე ფაქტორი არის რუსეთის შესაძლებლობა, შექმნან მაღალი რისკები. როდესაც ხალხი კითხულობს, რატომ არ მოხდა რეაგირება 2008 წელს საქართველსოთან დაკავშირებით, რატომ არ მოხდა რეაგირება 2014 წელს, ყირიმის ოკუპაციასთან დაკავშირებით, ჩვენ ვხედავთ რუსეთის სრულად განსხვავებული რისკების შექმნის შესაძლებლობას არაპროგოზირებადი გზებით.

რუსეთმა შეძლო საზღვრის ერთ წერტილში 100 ათასზე მეტი ჯარისკაცის მობილიზება და ამბობდა, რომ ეს იყო წვრთნები, მაგრამ გამოიყენა დედაქალაქ კიევზე თავდასხმისთვის. ჩვენ ასევე ვნახეთ არგუმენტაციები მასობრივი განადგურების იარაღზე. ევროპაში ქვეყნები ამბობენ, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღი შეიძლება, იყოს გამოყენებული. ჩვეულებრივი მოქალაქეები მინისტრს ქუჩში აჩერებენ და ეკითხებიან, ტრადიციულად ჩვენ ძლიერი სამხედრო ძალები გვყავს, მაგრამ რას ვაკეთებთ, თუ დაგვემუქრებიან ტაქტიკური ბირთვული შეიარაღებით. ჩვენ უკრაინაში ასევე ვხედავთ, რომ ომის წესები სრულად გამქრალია. ჟენევის კონვენციას არ იცავენ. ჩვენ ვხედავთ სექსუალურ ძალადობას, მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობას. ჩვენ სრულიად განსხვავებულ სიტუაციაში ვართ და ფხიზლად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა პეკა ჰაავისტომ.

მსგავსი თემები