,,რადიკალურმა ოპოზიციამ აშშ-ის საელჩოს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაში დასდო ბრალი”- ირაკლი კობახიძე

  პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალურმა ოპოზიციამ ამერიკის საელჩოს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაში დასდო ბრალი, რაც უპასუხისმგებლო საქციელია. „დღეს კიდევ ერთხელ მინდა, გამოვეხმაურო რადიკალური ოპოზიციის, მისი კუთვნილი მედიასაშუალებების, მისი კუთვნილი სახალხო დამცველისა და მისივე კუთვნილი ენჯეოების მიერ წარმოებულ ანტიდასავლურ კამპანიას, რომელიც გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლის თემას უკავშირდება. როგორც მოგეხსენებათ, რადიკალურმა ოპოზიციამ ამერიკის საელჩოს დისკრიმინაციაში, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფასა და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში დასდო ბრალი. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ შესაბამისი ქმედება არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ამერიკელი დიპლომატებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულის დაბრალება, რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად უპასუხისმგებლო აქტია. … ვრცლად ,,რადიკალურმა ოპოზიციამ აშშ-ის საელჩოს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაში დასდო ბრალი”- ირაკლი კობახიძე