„ჯავახეთის ქედზე მიწისძვრის 6 000 ეპიცენტრი გვაქვს“ – თეა გოდოლაძე

საქართველოში გახშირებულ მიწისძვრასა და არსებულ საფრთხეებზე „დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა“ და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა  თეა გოდოლაძემმედიაცენტრ მთავარში ისაუბრა. როგორც სეისმოლოგმა აღნიშნა, საქართველო სეისმური კუთხით აქტიურია, თუმცა, ბოლო ერთი წელია, მიწისძვრა უფრო გააქტიურდა.

„საქართველო რეალურად ძალიან აქტიურია სესიმურად. ჯავახეთს ქედი რომ ავიღოთ, ბოლო ერთი წელია, დაახლოებით 6 000 ეპიცენტრი გვაქვს. კონცენტრირებულად ხდება ენერგიის რელაქსაცია. ანალოგიური მდგომარეობა იყო ონში. მიმდინარეობდა დეფორმაციის შედეგად დაგროვილი ენერგიის რელაქსაცია. ენერგია რომ დაბალი მაგნიტუდის მიწისძვრების შედეგად გამოიყოფა ბევრად უკეთესია, ვიდრე ის, რომ  ერთი დიდი მიწისძვრა მოხდეს, როგორიც მაგალითად რაჭის მიწისძვრა იყო, ან  სპიტაკის, რომელთა მაგნიტუდა 7-ის რიგისაა. ეს გაცილებით უარესია, ვიდრე მაგნიტუდა 5-იანებით ენერგიის რელაქსაცია“ – განაცხადა თეა გოდოლაძემ მედიაცენტრ მთვარში“.

მისივე შეფასებით, ბოლოს პერიოდში, რა მიწისძვრაც საქართველოში ფიქსირდება, სწორედ დაგროვილი ენერგიისგან გათავსუფლებაა. თუმცა, გარანტიას ვერავინ იძლევა, რომ  ამ ფორმით დაგროვილი ენერგიისგან სრულად თავისუფლდება დედამიწა და შედარებით ძლიერი ბიძგები არ მოხდება.

 

მსგავსი თემები