ავტობუსში მოკლულ ქალს, ქმარმა, კისერში 10-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა

პროკურატურის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს, რომელიც ქმარმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მცირეწლოვან შვილებთან ერთად მოკლა, 10-ზე მეტი ჭრილობა აქვს მოყენებული.

როგორც მკვლელობაშ ბრალდებული როინ მებონიას საქმის  პროკურორი გიორგი ქობულაძე აცხადებს, მოკლულ სოფო კვარაცხელიას, პირველადი დათვალიერებით, კისრის არეში დაახლოებით, 10 ჭრილობა აქვს.

„არის თვითმხილველი პირების ჩვენებები, რომლებიც ავტობუსში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა მოახერხა და ფაქტის ნაწილი გადაიღო ტელეფონის მეშვეობით, ეს მასალაც გამოთხოვილია ჩვენ მიერ. ასევე, ავტობუსი აღჭურვილი იყო ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით, ჩვენი მიმართვის საფუძველზე, ეს მასალა დაარქივებულია და უახლოეს დღეებში მისი გამოთხოვა მოხდება. ამის შემდეგ ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას.

ჩანს მონაკვეთი, როცა ბრალდებული ახორციელებს გარდაცვლილის მიმართ დანის დარტყმას და როგორც ირკვევა ძალიან ბევრი დარტყმა იყო. რაც იკვეთება, ტრანსპორტში წინარე კონფლიქტი სახეზე არ იყო, თუმცა, ყველა მოწმე დაკითხული არაა, ტრანსპორტში არსებული კამერა ჯერ დათავლიერებული არ არის, საიდანაც ზუსტად გავიგებთ, აღნიშნულს კონფლიქტი უძღოდა თუ არა წინ“ – აცხადებს პროკურორი.

რაც შეეხება ბრალდებულის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, მას ფსიქიკური ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებია, თუმცა, ის აუცილებლად ჩატარდება.

 

მსგავსი თემები