რუსი დიპლომატის პროტესტი პუტინს – გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა თანამდებობა დატოვა  

„ჩემი დიპლომატიური კარიერის 20 წლის განმავლობაში მე მინახავს ჩვენი საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა შემობრუნება, მაგრამ არასოდეს შემრცხვენია ჩემი ქვეყნის ისე, როგორც ამ წლის 24 თებერვალს“ – აღნიშნული განცხადებს გაერო-ს ჟენევის ოფისში რუსეთის მისიის მრჩეველს –  ბორის ბონდარევს ეკუთვნის.

დიპლომატის შეფასებით, ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ყველაზე მძიმე დანაშაულია.

„პუტინის მიერ გაჩაღებული აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და, ფაქტობრივად, მთელი დასავლური სამყაროს წინააღმდეგ, არის  ყველაზე მძიმე დანაშაული რუსეთის ხალხის წინააღმდეგ, ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი საზოგადოების არსებობასთან დაკავშირებული ჩვენი ყველა იმედისა და პერსპექტივის ასო „Z”-ით გადახაზვა. მათ, ვინც ჩაიფიქრა ეს ომი, მხოლოდ ერთი რამ სურთ – სამუდამოდ დარჩნენ ხელისუფლებაში, იცხოვრონ პომპეზურ უგემოვნო სასახლეებში, იცურაონ იახტებით, რომლებიც, ტონაჟითა და ღირებულებით, რუსეთის მთელ საზღვაო ფლოტს შეედრება, ისარგებლონ შეუზღუდავი ძალაუფლებით და სრული დაუსჯელობით. ამისთვის ისინი მზად არიან იმდენი სიცოცხლე შესწირონ, რამდენიც დასჭირდებათ“ – აცხადებს დიპლომატი.

ბორის ბონდარევს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრსაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მას დიპლომტიასთან ნულოვანი კავშირი აქვს.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიასთან საერთო არაფერი აქვს. ის ემსახურება ძალიან ცოტა ადამიანის ინტერესებს, რაც ხელს უწყობს ჩემი ქვეყნის შემდგომ იზოლაციასა და დეგრადაციას. რუსეთს აღარ ჰყავს მოკავშირეები და არავინ არის დამნაშავე, გარდა მისი უგუნური და გაუაზრებელი პოლიტიკისა,“- აცხადებს რუსი დიპლომატი.

 

მსგავსი თემები