,,რუსეთის ეკონომიკა სანქციებს საკმაოდ ღირსეულად უმკლავდება”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნების უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრეს.

პუტინის თქმით, რუსეთი დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს უმკლავდება.

,,ჩვენ შევთანხმდით, რომ შეხვედრა გამართულიყო აქ, სოჭში, რადგან გარემოებები მოითხოვს ასეთ სერიოზულ, ღრმა საუბარს. ვგულისხმობ ყველაფერს, რაც ეხება რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს, ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებას და ყველაფერს, რაც ეხება ეკონომიკას. მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ყველა სირთულისა, რუსეთის ეკონომიკა უძლებს სანქციების ზემოქმედებას, საკმაოდ ღირსეულად უმკლავდება. ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი ამაზე მეტყველებს”,- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მსგავსი თემები