საბერძნეთში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა.

სავარაუდო ინფიცირებული 29 წლის ბრიტანელი ახალგაზრდაა, რომელიც კეფალონიაზე მეგობართან ერთად იმყოფებოდა. არსებული ცნობით, ახალგაზრდას  „მაიმუნის ყვავილის“ დამახასიათებელი გამონაყარი აღენიშნება.

იგი გამოსაკვლევად ათენში, სპეციალური კაფსულით გადაიყვანეს. კვლევის შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

მსგავსი თემები