,,ემბარგო რუსულ ნავთობზე, ყველა ბანკის ბლოკირება და რუსეთთან ვაჭრობის სრული შეწყვეტა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ზელენსკის თქმით, სანქციები უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი, რადგან რუსეთმა და ყველა პოტენციურმა აგრესორმა რომელსაც მეზობლის წინააღმდეგ სასტიკი ომის დაწყება მოუნდება იცოდეს, რა შედეგი მოჰყვება აგრესიას.

„არ დაელოდოთ საბედისწერო გასროლას, არ დაელოდოთ რუსეთის მიერ სპეციალური იარაღის გამოყენებას – ქიმიურისბიოლოგიურის, ღმერთმა არ ქნას ბირთვულის. ნუ გაუჩენთ აგრესორს განცდას, თითქოს მსოფლიო საკმარის წინააღმდეგობას არ გაუწევს. ასეთი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მე ვფიქრობ ამ დრომდე არ დაწესებულა. სანქციები უნდა იყოს – ემბარგო რუსულ ნავთობზე, ყველა ბანკის ბლოკირება, გამონაკლისის გარეშე. სრულად უარის თქმა რუსეთის ინტერნეტ-ტექნოლოგიებზე. რუსეთთან ვაჭრობის სრული შეწყვეტა. ეს უნდა იყოს სანქციებით ზეწოლის ისეთი პრეცედენტი, რომელიც წლების განმავლობაში იმუშავებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები