,,ბო­რო­ტე­ბას მხო­ლოდ სი­კე­თით, რწმე­ნით, ლოც­ვით და უფალ­ზე მინ­დო­ბით მო­ვე­რე­ვით”- პეტრე კოლხი

მოს­კო­ვის სა­პატ­რი­არ­ქოს მღვდელს ლვო­ვის რე­გი­ონ­ის ქა­ლაქ სტრი­ში, აქ­ტი­ვის­ტებ­მა ბრი­ლი­ან­ტის მწვა­ნე შეასხეს. გავრეცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ინ­ცი­დენ­ტი მაშინ მოხდა, როდესაც მამა ვო­ლო­დი­მირ მან­ძი­უ­კი ღვთის­მსა­ხუ­რე­ბას წმინ­და ნი­კო­ლოზ საკ­ვირ­ველ­მოქ­მე­დის ნა­წი­ლე­ბის გად­მოს­ვე­ნე­ბის პა­ტივ­სა­ცე­მად ატა­რებ­და.

მომ­ხდარ ინციდენტს  ქარ­თვე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი პეტ­რე კოლ­ხი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

,,არა­ვინ ამარ­თლებს ძა­ლა­დო­ბას, არა­ვინ არის ამ სა­ში­ნე­ლი საქ­ცი­ე­ლის მომ­ხრე. არ არის ეს ფოტო და ქმე­დე­ბა მო­სა­წო­ნი.

ჩვენ ყვე­ლა ვგმობთ რუ­სე­თის­გან უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის წა­მე­ბის ფაქტს და ჩვენც იგი­ვე ძა­ლა­დო­ბით არ უნდა ვუ­პა­სუ­ხოთ რუ­სეთს. მა­შინ არც ჩვენ ვიქ­ნე­ბით უკე­თე­სი ქრის­ტი­ა­ნე­ბი! გა­ვი­გე, რომ მძი­მე მო­სას­მე­ნია, როცა რუ­სეთს ვი­ღაც წმინ­დას და მარ­თლმა­დი­დე­ბელს უწო­დებს, მაგ­რამ ასე მოქ­ცე­ვა მა­ინც არ არის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი.

ძვე­ლი აღ­თქმის მიდ­გო­მაა , “კბი­ლი კბი­ლი­სა წილ, თვა­ლი თვა­ლი­სა წილ.“ ახალ აღ­თქმა­ში კი ქრის­ტემ გვას­წავ­ლა “მი­უ­ტე­ვე, რა­მე­თუ მო­გე­ტე­ვოს.“ დიახ, ჩვენ არ მოგ­ვწონს რუ­სე­თის აგ­რე­სი­უ­ლი რე­ლი­გია და მათი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მიდ­გო­მე­ბი, მაგ­რამ ჩვენ უა­რე­სად არ უნდა მო­ვიქ­ცეთ.

ბო­რო­ტე­ბას მხო­ლოდ სი­კე­თით, რწმე­ნით, ლოც­ვით და უფალ­ზე მინ­დო­ბით მო­ვე­რე­ვით!”- წერს პეტრე კოლხი.

მსგავსი თემები