,,ოპოზიციას ზნე არ შეუცვლია”- მიხეილ სარჯველაძე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები სახელმწიფოს ინტერესებს ზიანს აყენებენ.

„რამდენიმე წლის წინ თვალს ვადევნებდით თვალს, მაგალითად, ასოცირების, ვიზალიბერალიზაციის პროცესს, გამოაშკარავდა ცალკეული ოპოზიციური აქტივისტებისა, თუ მოღვაწეების ქმედებებით, რომლებიც მიმართული იყო დესტრუქციისკენ, რომ ხელი შეეშალათ საქართველოსთვის ამ პროცესისთვის მარტო იმიტომ, რომ ეს რაღაცნაირად მოსახლეობაში არ აღქმულიყო როგორც ამ ხელისუფლების მიერ მოპოვებული გარკვეული შედეგი. ისინი იმეილებს აგზავნიდნენ, ყველამ ვიცით და ხელმეორედ აფიშირება საჭირო არ არის.

სამწუხაროდ, ზნე ოპოზიციას დღემდე არ შეუცვლია. შესაბამისად, ასეთი ქმედებები გრძელდება და თვალს ვადევნებთ ცალკეული ევროპარლამენტარების, მათი გარკვეული ჯგუფის მხრიდან ისეთი განცხადებების კეთებას, რომლებიც აშკარად უნდა ეფუძნებოდეს საღ აზრს. ერთადერთი წყარო ეს გახლავთ ალბათ, მიკერძოებული ოპოზიციონერების მხრიდან ინფორმაციის ცალმხრივად, მიკერძოებულად, მცდარად მიწოდება. შესაბამისად, ასეთ მცდარად მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გვესმის ევროპარლამენტართა მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომლებიც ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს. ერთადერთი, ამის ახსნა შეიძლება, იყოს ის, რომ ოპოზიციას ზნე არ შეუცვლია და როგორც იქცეოდა ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ისე იქცევა ახლაც. ჩვენი ეს სკეპტიციზმი არის გონივრულ და ფაქტობრივ განსჯაზე დამოკიდებული.

ოპოზიცია შეჩვეულია იმას, რომ მათთვის პოლიტიკურად მომგებიანი არ არის, ხელისუფლებას ჰქონდეს წარმატება. ამისთვის ისინი იმეტებენ და სწირავენ სახელმწიფოს ინტერესსაც. ასე რომ არ იყოს, მათ ქმედებებში მათ შორის შიდასახელმწიფოებრივ რიტორიკასა და კომუნიკაციაშიც შესამჩნევი იქნებოდა, რომ ისინი ამაზე მაღლა დგანან. ეს არის ზოგადი ტენდენცია, ვინ აქტიურად მონაწილეობს და ვინ ნაკლებად, ეს მათ ნამუსზე იყოს, თითოეულ ოპოზიციონერზე, რომელიც მიდის და შესაბამისად აყალბებს ან არ აყალბებს მონაცემებს, რომლებსაც აწვდის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი თემები